-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
IOM-ის ტრენინგი: საერთაშორისო დასაქმების პოლიტიკა და პრაქტიკა
2021 წლის 18 ნოემბერს, IOM-ის საქართველოს ორგანიზებით გაიმართა ონლაინ ტრენინგი - საერთაშორისო დასაქმების პოლიტიკა და პრაქტიკა.
ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის სამმართველოსა და შრომის ინსპექციის სამსახურის თანამშრომლები. ტრენინგს უძღვებოდნენ IOM-ის სათავო ოფისის წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტის ჩართულობით.
მონაწილეები გაეცნნენ არაეთიკური დასაქმების პრაქტიკის პრევენციისკენ მიმართულ სხვადასხვა ღონისძიებას და ჩაერთნენ ჯგუფურ სამუშაოებსა და მსჯელობებში ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა რეკრუტირების საქმიანობის რეგულირების მიზნები, თანამშრომლობა წარმოშობისა და დანიშნულების ქვეყნებს შორის მონიტორინგისა და აღსრულების პროცესის გასაძლიერებლად, შრომითი მიგრანტებისთვის ზიანის ანაზღაურების მექანიზმებზე წვდომის გასაუმჯობესებლად გასატარებელი ღონისძიებები.
ტრენინგი ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის -” საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა (SBMMG)”, ფარგლებში.