უახლესი ამბები
Local

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) და პარტნიორი რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა მდგრადი რეინტეგრაციისა და ადგილობრივ დონეზე მიგრაციის მართვის საკითხებში მიმდინარე და დაგეგმილ თანამშრომლობაზე იმსჯელეს

მიმდინარე წლის თებერვალში, IOM-ის მისიის ხელმღვანელი საქართველოში - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი გურიის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს ესტუმრა და ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების წარმომადგენლებს - გურიისა და კახეთის რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს, რწმუნებულთა მოადგილეებს და რწმუნებულთა ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრები ასევე გაიმართა პარტნიორი მუნიციპალიტეტების - ოზურგეთის, ჩოხატაურის, ხონის, ბაღდათის, წყალტუბოს, ხარაგაულის, ახმეტის, თელავის, ლაგოდეხისა და ყვარლის მერებთან.

შეხვედრებისას, სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა, მიმდინარე თანამშრომლობასთან ერთად, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და IOM-ის განვითარების ფონდის (IDF) მიერ დაფინანსებული IOM-ის ახალი ინიციატივა განიხილა, რომელიც სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებს შესაძლებლობების გაძლიერებასა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის მიგრაციის პოტენციალის გამოყენებაში დაეხმარება. პროექტის მიზანი სამშობლოში დაბრუნებული ქართველი მიგრანტების მდგრად რეინტეგრაციაში დახმარებაა, რაც მათ საშუალებას მისცემს, წვლილი შეიტანონ ადგილობრივი საზოგადოების სოციალურ სტაბილურობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაში. შეხვედრებისას IOM-ის დელეგაციამ და ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების წარმომადგენლებმა, მუნიციპალური პრიორიტეტებზე ისაუბრეს დათანამშრომლობის გეგმები და სამომავლო აქტივობები განიხილეს.

IOM-ის დელეგაცია ეწვია ოზურგეთში, ჩოხატაურში, ხონში, ბაღდათში, წყალტუბოში, ხარაგაულში, ახმეტასა და ყვარელში, პარტნიორ მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, დაარსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო სერვის ცენტრებს მუნიციპალურ შენობებში მოწყობილი სერვის ცენტრები სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებსა და ადგილობრივი თემების  მიგრაციის გამოცდილების არმქონე წევრებს განახლებულ ინფორმაციას აწვდის შესაბამისი სახელმწიფო და მუნიციპალურ სოციალურ-ეკონომიკური პროგრამებისა და სერვისების, ასევე, დონორი ორგანიზაციების პროექტების შესახებ.

IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელი სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისა და მათი პარტნიორების მიერ დაარსებულ ადგილობრივ ბიზნესებსაც ეწვია. საპილოტე პროექტის განმავლობაში დაარსებული 8 ბიზნესიდან, IOM-ის დელეგაციამ ოთხი  მოინახულა, რომელთა შორისაც არის სამი სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტის მიერ ოზურგეთში გახსნილი რკინისა და ბეტონის მცირე საამქრო, უკრაინიდან იძულებით დაბრუნებული საქართველოს მოქალაქის მიერ ჩოხატაურში დაარსებული “ააშენე მომავლის სახლი“, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას სხავადასხვა საყოფაცხოვრებო მომსახურებას სთავაზობს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდველაში შექმნილი ავეჯის სალონი და მუსიკალური თერაპიის ცეტრი თელავში.