უახლესი ამბები
Local

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ბათუმის მერს შეხვდა

16 ივნისს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მისიის ხელმძღვანელი - სანია ჩელებიჩ ლუკოვაცი ბათუმის მერს - არჩილ ჩიქოვანს შეხვდა.

შეხვედრა ძირითადად გაცნობით ხასიათს ატარებდა, რომლის განმავლობაშიც სანია ჩელებიჩ ლუკოვაცმა ბათუმის მერს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) განვლილი, მიმდინარე და მომავალი აქტივობების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა. მათ შორის, საუბარი შეეხო აჭარაში მცხოვრებ მოწყვლად მიგრანტებსა და მათ პრობლემებს.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ბათუმში მყოფი უკრაინელი მიგრანტების მდგომარეობა და მიგრაციის ზოგადი და სეზონური ტენდენციები. IOM დაინტერესებულია ქალაქში მიგრაციის კუთხით არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად. ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მოქალაქეების განწყობასა და ქცევებს მიგრაციასთან და მიგრანტებთან მიმართებით.

ბათუმის მერს ასევე მიეწოდა ინფორმაცია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მიმდინარე კამპანიაზე - „ჩვენ ვირჩევთ ტოლერანტობას - ჩვენში საერთო მეტია“, რომელიც 13 ივნისს დაიწყო და მიზნად ისახავს ქსენოფობიასთან ბრძოლასა და მიგრანტთა უფლებების,  მრაველფეროვნების მნიშვნელობისაა და მიგრაციის და მიგრანტთა დადებითი როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.