უახლესი ამბები
Local

პრიორიტეტული სფეროების განხილვა IOM-ს და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის

21 ოქტომბერს IOM საქართველოს მისიის ხელმძღვანელი სანია ჩელებიჩ ლოკოვაცი, ინტეგრირებული საზღვრის მართვის პროგრამების უფროსი მენეჯერი, მასიმო რამანზინი, ინტეგრირებული საზღვრის მართვის პროგრამების ოფიცერი ზეზვა მესხი და პროექტის მენეჯერი მაია ვიბლერი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს შეხვდნენ. გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მიმდინარე თანამშრომლობა მიგრაციის და საზღვრის მართვის სფეროში და ისაუბრეს პრიორიტეტულ, სამომავლო საქმიანობაზე.