-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
საკონსულტაციო შეხვედრა - აქტიუალური საკითხები შრომითი მიგრაციის სფეროში და თანამშრომლობის პერსპექტივა
2021 წლის 31 მაისიდან 1-ლი ივნისის ჩათვლით, IOM საქართველოს მისიისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ერთობლივი ინიციატივით, გაიმართა საკონსულტაციო შეხვედრა შრომითი მიგრაციის სფეროში მიმდინარე აქტუალური საკითხებისა და თანამშრომლობის სფეროების მიმოხილვის მიზნით.
შეხვედრის მონაწილე მხარეების წარმომადგენლებმა, იმსჯელეს შრომითი მიგრაციის სფეროში, სახელმწიფო პოლიტიკის კუთხით არსებულ ვითარებასა და სამომავლო გეგმებზე, დროებითი ლეგალური დასაქმების სფეროში, სახელმწიფოთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში უკვე მიღებულ გამოცდილებაზე. მხარეებმა განიხილეს აღნიშნულ სფეროში IOM საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების, მათ შორის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შრომითი მიგრაციის დეპარტამენტის პოტენციალის გაძლიერების შესაძლებლობები.
ღონისძიება გაიმართა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განვითარების ფონდის (IDF) მიერ დაფინანსებული პროექტის - რეინტეგრაციის, ინტეგრაციისა და შრომითი მიგრაციის ინტეგრირებული საოპერაციო ჩარჩოს განვითარების მხარდაჭერა - ფარგლებში.