უახლესი ამბები
Local

საფრანგეთიდან საქართველოში პირველი 2 ბენეფიციარი დაბრუნდა

ნებაყოფლობით დაბრუნებასა და რეინტეგრაციაში დახმარების (AVRR) პროგრამით, IOM-ისა და საფრანგეთის იმიგრაციისა და რეინტეგრაციის ოფისის დახმარებით, საფრანგეთიდან საქართველოში პირველი ორი ბენეფიციარი დაბრუნდა. საქართველოში მათ მონიტორინგს IOM გაუწევს, რის შედეგადაც ბენეფიციარები მიიღებენ საკუთარი საჭიროებების შესაბამის სამედიცინო რეინტეგრაციის დახმარებას.

1 აპრილს IOM–მა დაიწყო საპილოტე პროექტი–დახმარების გაძლიერება საფრანგეთიდან საქართველოში დაბრუნებული ჯანმრთელობის საჭიროების მქონე მიგრანტებისთვის. ამ პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია 100–მდე ქართველი ჯანმრთელობის საჭიროების მქონე მიგრანტისთვის საქაღთველოში დასაბრუნებასა და მათი მკურნალობის დაუბრკოლებლად გააგრძელებაში დახმარება. პროექტის დაწყებიდან, სამედიცინო საჭიროების მქონე ოთხი ადამიანი უკვე დაბრუნდა საქართველოში და დამატებით ათი ადამიანი იმყოფება მოლოდინის რეჟიმში. პროექტის საქმიანობა მოიცავს საინფორმაციო კამპანიას საფრანგეთში, საფრანგეთში მკურნალ ექიმებთან კოორდინაციას, საქართველოში მკურნალობის შესაძლებლობების, საშუალებებისა და ხარჯების დადგენას, დაბრუნებულების სპეციალური სამედიცინო საჭიროებების გათვალისწინებით მოგზაურობის დაგეგმვას და ჩამოსვლის შემდეგ მკურნალობას დაბრუნებიდან ექვსი თვის განმავლობაში.