-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
შეხვედრა შრომითი მიგრაციის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ
2022 წლის 9 სექტემბერს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და IOM-ის საქართველოს მისიის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების საკითხზე.
შეხვედრას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სოციალური პარნიორების, მიგრაციის სფეროში მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დასაქმების კერძო სააგენტოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინეს სამინისტროს ინიციატივითა და IOM საქართველოს მხარდაჭერით განხორციელებული რეგულირების ზეგავლენის შესაფების (RIA) ანგარიშის მიგნებები და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის ძირითადი დებულებები.
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანია შრომითი მიგრაციის მართვის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესება. დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობაზე სახელმწიფო მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას და სახელმწიფოს მხრიდან მათი კანონიერი საქმიანობის წახალისებასა და განვითარების მხარდაჭერას.
შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - “საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა საზღვრისა და მიგრაციის მართვის შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერებისათვის”- ფარგლებში