-
ვინ ვართ ჩვენ
ვინ ვართ ჩვენმიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) გაეროს სისტემის ნაწილია და როგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას ყველას სასარგებლოდ. IOM საქართველოში 1993 წლიდან მუშაობს.
ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ
IOM გლობალურად
IOM გლობალურად
-
ჩვენი სამუშაო
ჩვენი საქმიანობაროგორც მოწინავე მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს ჰუმანურ და მოწესრიგებულ მიგრაციას, IOM მნიშვნელოვან როლს ასრულებს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელებაში სხვადასხვა სფეროებში ჩარევით, რომლებიც აკავშირებენ ჰუმანიტარულ დახმარებას და მდგრად განვითარებას. საქართველოში IOM ეხმარება მიგრანტებს სხვადასხვა სახის გადასახლების, მხარდაჭერის და დაცვისკენ მიმართული აქტივობებით.
ჩვენი საქმიანობა
ჩვენი საქმიანობა
გამჭოლი (გლობალური
გამჭოლი (გლობალური
- მონაცემები და რესურსები
- იმოქმედე
- 2030 Agenda
შვეიცარიის მიგრაციის სახელმწიფო სამდივნომ (SEM) და IOM-მა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს 370 000 ლარის ღირებულების პირადი დაცვის საშუალებები გადასცა
შვეიცარიის მიგრაციის სახელმწიფო სამდივნომ (SEM), პროეტის განმახორციელებელ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს 100 000 შვეიცარიული ფრანკის (370 000 ლარი) ღირებულების პირადი დაცვის საშუალებები გადასცა.
გადაცემული საშუალებები მოიცავს პირბადეებს, რესპირატორებს, ხელთათმანებს, სამედიცინო ხალათებს, სამედიცინო კომბინიზონებს და ა.შ. ეს აღჭურვილობა განსაკუთრებით დაეხმარება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს, რომლებიც COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ეპიდემიოლგიური კონტროლის ღონისძიებებს ატარებენ საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე.
ეს ღონისძიება განხორციელდა IOM-ის პროექტის ფარგლებში - „საქართველოს მთავრობის COVID-19-ზე რეაგირების მხარდაჭერა მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში“, რომელიც მიმდინარეობს შვეიცარის მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს ფინანსური მხარდაჭერით.