უახლესი ამბები
Local

შვეიცარიის მიგრაციის სახელმწიფო სამდივნომ (SEM) შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს COVID-19-თან საბრძოლველად 40 000 ლარის ღირებულების აღჭურვილობა აჩუქა

შვეიცარიის მიგრაციის სახელმწიფო სამდივნომ (SEM) შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს COVID-19-თან საბრძოლველად 40 000 ლარის ღირებულების აღჭურვილობა აჩუქა

შვეიცარიის მიგრაციის სახელმწიფო სამდივნომ (SEM), პროეტის განმახორციელებელ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (IOM) ერთად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს თერმული სკრინინგის აღჭურვილობა და პირადი დაცვის საშუალებები გადასცა.

ეს ღონისძიება განხორციელდა IOM-ის პროექტის ფარგლებში - „საქართველოს მთავრობის COVID-19-ზე რეაგირების მხარდაჭერა მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში“, რომელიც მიმდინარეობს შვეიცარის მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს ფინანსური მხარდაჭერით.

11 000 შვეიცარიული ფრანკის (40 000 ლარი) ღირებულების აღჭურვილობა შსს მიგრაციის დეპარტამენტს დაეხმარება COVID-19-ის გავრცელების პრევენციაში.