უახლესი ამბები
Local

ტრენინგი საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლებისთვის

2022 წლის 17-18 მაისს, IOM საქართველოს ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი, რეინტეგრაციის ხელწყობისა და სათემო  გაძლიერების საპილოტე პროექტის ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტებში შექმნილი საინფორმაციო - საკონსულტაციო ცენტრების კონსულტანტებისთვის.

ცენტრები შექმნილია ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით და მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის, დაბრუნებული მიგრანტებისთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას, საქართველოში ხელმისაწვდომი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების შესახებ.

ტრენინგში მონაწილეობდნენ კახეთის ოთხი  სამიზნე მუნიციპალიტეტისა (ახმეტა, თელავი, ლაგოდეხი, ყვარელი) და თბილისის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლები. ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეების კონსულტირების უნარების განვითარებას და მოიცავდა როლური თამაშის ტიპის სავარჯიშოებს, რომლის ფარგლებშიც გათამაშდა დაბრუნებული მიგრანტის კონსულტირების სიმულაცია, წინასწარ მომზადებული სცენარების მიხედვით, სხვადასხვა საკითხზე.

ღონისძიება გაიმართა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის განვითარების ფონდისა (IDF) და  შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული პროექტის - „მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება - პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების თემებში“ -  ფარგლებში.