უახლესი ამბები
Local

ტრენინგი შრომის ინსპექტორებისთვის

 

2023 წლის 6 სექტემბერს, IOM საქართველოს მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი შრომის ინსპექტორებისთვის შრომითი მიგრაციის კანონმდებლობაში შესული ცვლილებების თაობაზე.

ტრენინგი მიზნად ისახავდა შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების წარდგენას, ამასთან, დასაქმების კერძო სააგენტოების პასუხისმგებლობების და სახემწიფოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობების გაცნობას.  

ცვლილებების მაქსიმალური ეფექტურობისთვის, ახალი კანონი მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმებსაც ითვალისწინებს, რომელსაც შრომის ინსპექციის სამსახური განახორციელებს.

კანონში შესული ცვლილებების მთავარი მიზანია საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვა. ასევე, საქართველოში მცხოვრები და დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების სისტემური აღრიცხვა და მათი უფლებების დაცვა.

ტრენინგი  გაიმართა პროექტის „საქართველოს მთავრობის ხელშეწყობა საზღვრისა და მიგრაციის მართვის შესაძლებლობების შემდგომ გაძლიერებაში (BMMAG)” ფარგლებში, რომელსაც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM) ევროკავშირის მდგრადობის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს.