უახლესი ამბები
Local

IOM საქართველო ქალთა საერთაშორისო დრეს მიგრანტ ქალთა ხმის გაჟღერებით აღნიშნავს

FB Banner IWD

8 მარტს, IOM მსოფლიოს მასშტაბით ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნას უერთდება. ამ რთულ დროს, უაღრესად მნიშვნელოვანია მიგრანტი ქალების ხმის გაჟრერება მთელს მსოფლიოში, რომლებიც წარმოუდგენელ გამბედაობისა და თავდადებას იჩენენ თავიანთი ოჯახების, თემებისა და მასპინძელი ქვეყნების მიმართ.

IOM საქართველომ ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შეადგინა მოკლე გამოცემა, რომელიც შეიცავს რამდენიმე დაკვირვებას ქართველი ქალების მიგრაციის გზასთან, ტენდენციებთან და საქართველოში დაბრუნებული ქალების საჭიროებებთან დაკავშირებით. აქ ასევე წარმოდგენილია სამშობლოში დაბრუნებული ქართველი ქალების წარმატების ისტორიები.  

ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, IOM-მა Facebook ლაივი მოაწყო, რომლის დროსაც საბერძნეთიდან და ბელგიიდან დაბრუნებულმა ქართველმა ქალებმა საკუთარ მოგზაურობაზე, გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრეს. თინათინის თქმით, რომელიც საბერძნეთიდან დაბრუნდა და ახლა თბილისი ფარმაცევტად მუშაობს, “ქალები მეტ პასუხისმგებლობას იღებენ საკუთარ თავზე; ჩვენ თანახმა ვართ ყველა სამუშაოზე, თუ გვყავს ვინმე, ვისაც დღის განმავლობაში შვილებს დავუტოვებთ.”

IOM აგრძელებს ქართველი მიგრანტი ქალებისა და თბილისსა თუ სხვა დიდ ქალაქებში - ბათუმსა და ქუთაისში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მოგაზურობისთვის თვალყურის დევნებას. ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე მათგანის ისტორიას. IOM-ის გენერალური დირექტორის - ანტონიო ვიტორინოს თქმით, „მიგრაციის პროცესში მყოფ თითოეულ ადამიანს განსვავებული ისტორია აქვს - გადაადგილდებიან გარდაუვალი საფრთხის გამო, უკეთესი შესაძლებლობების ძიებაში, სიყვარულისთვის თუ ოჯახებთან გაერთიანების მიზნით. მიგრანტებს თან მოაქვთ იმედები და შესაძლებლობები, ჩვენ კი მოსმენისა და პატივისცემის მოვალეობა და პასუხისმგებლობა უნდა გამოვიჩინოთ.“

Girls Batumi

ელენა (25), ირინა (31), კარინა (32), იულია (27), ბათუმში მცხოვრები მეგობრები უკრაინიდან, ბელარუსიდან და რუსეთიდან 

COVID-19 Faces of Migration - Story of Bela (age 35), returnee from Belgium // COVID-19 - მიგრაციის სახეები - ბელას ისტორია (ასაკი 35), დაბრუნებული ბელგიიდან

ბელას ისტორია (35), დაბრუნებული ბელგიიდან

Student from India

სურბი, ბათუმში მცხოვრები 23 წლის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი ინდოეთიდან

COVID-19 Faces of Migration – Story of Maia (age 51), returnee from Greece // COVID-19 მიგრაციის სახეები – მაიას ისტორია (ასაკი 51), დაბრუნებული საბერძნეთიდან

მაიას ისტორია (ასაკი 51), დაბრუნებული საბერძნეთიდან

Uzbek Woman

სოგდიანა (44) და შამსია (45), ბათუმში მცხოვრები მეგობრები უზბეკეთიდან